Friday, 12 June 2015

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სასკოლო კონკურსი

   10 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულ მოსწავლეებს სპეციალური სიგელები და საჩუქრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია ECOVISION-ის ხელმძღვანელმა ნინო სულხანიშვილმა გადასცეს. ღონისძიებას საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი ესწრებოდა.

წელს კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის 200-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. კონკურსის შედეგად კი, 42 სკოლის 59 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა. კონკურსის მონაწილე 200-ზე მეტ საუკეთესო ავტორსა და მათ ხელმძღვანელს „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის“ წოდება მიენიჭა.

  უკვე მერამდენედ, თორსის საჯარო სკოლა ქალბატონ იზოლდა გვაგვალიას ხელმძღვანელობით სხვადასხვა რესპუბლიკურ კონკურსებში ღებულობს მონაწილეობას.ინოვაციური მეთოდებით, კრეატიული მიდგომით გამორჩეული, თავისი საყვარელი საქმისადმი თავდადებული, ქალბატონა იზოლდა ნამდვილად არის ჩვენი სკოლის საამაყო პედაგოგი.თორსის საჯარო სკოლის პედკოლექტივი ულოცავს ქალბატონ იზოლდას ამ მორიგ წარმატებას და უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მორიგ წარმატებებს პედაგოგიური მოღვაწეობის გზაზე.თორსის საჯარო სკოლის პედკოლექტივი.



















Tuesday, 2 June 2015

თამბაქოს წინააღმდეგ საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონკურსი

    თორსის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოცხადებულ თამბაქოს წინააღმდეგ საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონკურსში და გავიდნენ ფინანლში, რომელიც გაიმართა 2015 წლის 31 მაისს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში. მოსწავლეები მარიამ ჯგერენაია, ლუკა კვაშილავა, თეონა აბშილავა და ხელოვნების მასწავლებელი ნონა ბაძაღუა დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
სკოლის დირექცია ულოცავს მათ ამ წარმატებას.
   








Friday, 22 May 2015

კონკურსი-king's

   თორსის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა-საბა წულაიამ, მათე აბშილავამ, გიგა სორდიამ, თეონა აბშილავამ, ლუკა კვაშილავამ, ლუკა არველაძემ და თათია ჭანტურიამ მონაწილეობა მიიღეს Kings-ის მიერ ორგანიზებულ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში და გადავიდნენ ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ქუთაისში 30 ნოემბერს. 
თორსის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ამ დიდ წარმატებას თითოეულ მოსწავლეს.
თორსის საჯარო სკოლა-(ი)ს ფოტო.

Thursday, 21 May 2015

სასკოლო ქსელის პროექტი

   თორსის საჯარო სკოლაში სასკოლო ქსელის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტესტირება დაწყებითი საფეხურის III-IV კლასებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებაში და V-VI კლასში მათემატიკაში.





Friday, 15 May 2015

თორსის საჯარო სკოლის თვითმმართველობის მოსწავლეების მიერ მოპოვებული პროექტები

 ჩრდილოეთ ირლანდიის არასამთავრობო ორგანიზაციის  ,,ახალგაზრდული იდეა და YOUTH BANK-ის მიერ დაფინასებული 7 პროექტი.








ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?

   თორსის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის?. თამაშის გამარჯვებული გახდა მე-12 კლასის მოსწავლე გვანცა ვართაგავა.












საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საჩუქარი

   საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საჩუქარი (400 წიგნი) სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსის საჯარო სკოლას.